პროექტი

დაუპატიჟებელი სტუმარი - კომპიუტერული ვირუსები


პრობლემა:
მოსწავლეები  მეტ-ნაკლებად ფლობენ ინფორმაციას როგორც ბიოლოგიური, ისე კომპიუტერული ვირუსების შესახებ. მათ არ იციან, როგორ დაიცვან თავი აღნიშნული ვირუსებისაგან. რა საჭირო ღონისძიებები, პრევენციული ზომები უნდა მიიღონ ვირუსების თავიდან ასაცილებლად, ან როგორ გაათავისუფლონ უკვე დაინფიცირებული კომპიუტერები.

მიზანი:
მოსწავლეთა მიერ კომპიუტერული ვირუსების ირგვლივ  მოძიებულ ინფორმაციასა და კვლევის შედეგების გათვალისწინებით, დასკვნების გამოტანა, პრევენციული ზომების  და რეკომენდაციების შემუშავება და აღნიშნული ინფორმაციის გაზიარება როგორც თანატოლებთან, ისე ფართო საზოგადოებისათვის.

ამოცანები: 
  •     ინფორმაციის მოძიება. კერძოდ, მოსწავლეები კითხულობენ და ეცნობიან აღნიშნული თემის ირგვლივ  დიდი რაოდენობით როგორც ელექტრონულ, ისე  ბეჭვდით ტექსტებს, აგროვებენ მასალას ინტერვიუების სახით სკოლის ბიოლოგიის მასწავლებლებთან, გორის ინფექციური განყოფილების მედპერსონალთან და IT მენეჯერთან ან პროგრამისტთან.
  •     კვლევის ჩატარება და მისი შედეგების ასახვა დიაგრამებზე.
  •     ავლებენ პარალელს კომპიუტერულ ვირუსსა და ბიოლოგიურ ვირუსებს შორის
  •   თავს მოუყრიან მოძიებულ ინფორმაციას და შეინახავენ ელექტრონულ-ციფრულ  ფორმატში.
  •    კომუნიკაციას ერთმანეთთან ამყარებენ როგორც პირადად, ასევე ისტ-ის საშუალებით (E-mail, Skype, სოციალური ქსელები და აშ)
  •    ამზადებენ პრეზენტაციას საპრეზენტაციო პროგრამების საშუალებით,  ქმნიან ბლოგს და საინფორმაციო ბუკლეტს.


შედეგები:

  • აიმაღლებენ ცოდნას არა მარტო აღნიშნული საკითხის ირგვლივ, არამედ ინფორმაციულ- საკომუნიკაციო ტექნოლოგიებსა და ბიოლოგიის კონკრეტულ საკითხებზეც.
  • მოსწავლეებს შეეძლებათ დამოუკიდებლად ინფორმაციის მოპოვება,  მართვა, დამუშავება, შეფასება, ანალიზი და, მასზე დაყრდნობით, გადაწყვეტილებების  მიღება.
  • მოსწავლეებს შეეძლებათ  კომპიუტერული ვირუსების გავრცელების მიზეზებისა და გზების დადგენა, რამაც შეიძლება, გავლენა იქონიოს კომპიუტერული ვირუსების გავრცელების სიხშირეზე, მის პრევენციასა და შემცირებაზე.
  • შეძლებენ ორ განსხვავებული სფეროს ერთმანეთთან დაკავშირებას.
  • მოსწავლეები უკეთესად დაეუფლებიან როგორც ციფრული პროდუქტების შესაქმნელ საშუალებებს, ისე კომუნიკაციის ციფრულ საშუალებებს.
  •  მეტად შეეძლებათ კომპიუტერული ვირუსებისაგან თავის დაცვა.
  • შეძლებენ თავისუფლად მუშაობას სხვადასხვა კომპიუტერულ პროგრამებში.
  •  შეძლებენ კველვის ჩატარებასა და კვლევის შედეგების გასაჯაროებას.
  •  შეძლებენ ინტერვიუების მომზადებასა და ჩაწერას.
  • მიღებულ გამოცდილებას გაუზიარებენ თანატოლებს და დაეხმარებიან სხვადასხვა პროექტებში მონაწილეობის მიღებისას. 

მიზნობრივი ჯგუფი:
  • ჩვენი სკოლის მოსწავლეები
  • ჩვენი სკოლის მასწავლებელბი,
  • საზოგადოება, რომელიც აღნიშნულ ინფორმაციას გაეცნობა ბუკლეტის ან თუნდაც ბლოგის მეშვეობით.
მოსწავლეთა ასაკი: VI-VII კლასი პროექტში მონაწილეობას იღებს სულ 11 მოსწავლისაგან შემდგარი ჯგუფი.

საგნობრივი ჯგუფები: ისტ და ბიოლოგია

პროექტის განხორცილების ვადები:   2 კვირა.  25.11.2013 – 6.12.2013

ღონისძიებები და მასში შემავალი საქმიანობები:
  •  კითხვარების  მომზადება როგორც კვლევისათვის, ისე ინტერვიუებისათვის
  • კველვა სკოლის მასშტაბით;
  • ინტერვიუების ჩაწერა;
  • ბლოგის და ბუკლეტის დიზაინის შერჩევა;
  • ინფრომაციის მოძიება ბეჭვდითი და ელექტრონული საშულებებით;
  • მოძიებული ინფორმაციის შენახვა, დახარისხება-დამუშავება  ელექტრონულ ფორმატში;
  • პრეზენტაციის აწყობა;
  • ბუკლეტის გამოცემა;
  • დამუშავებული მასლების განთვსება ინტერნეტში, კერძოდ, ბლოგზე;
  • პროექტის პრეზენტაცია სკოლის მოსწავლეებისათვის და პედაგოგებისათვის
მონიტორინგი:
მონიტორინგს ყოველდღიურად ახორციელებს პროექტის ფასილიტატორი - ხათუნა ტაბიძე.

რესურსები: სხვადასხვა ენციკლოპედიები, ინტერნეტი - Google;  blogspot.com ;  PowerPoint; Word; Movies Maker;;   
კომპიუტერი, პროექტორი, ვიდეო და ფოტო კამერა, A4  ფორმატის ფურცლები

Комментариев нет:

Отправить комментарий