
ასევე პროექტზე მომუშავე ჯგუფი ჩაატარებს კვლევას ჩვენი სკოლის მოსწავლეებს შორის. ასევე გაესაუბრებიან გორის საერთაშორისო ურთიერთობების ოფისის ხელმძღვანელს, სკოლის ბიოლოგიის მასწავლებელს და ბოლოს მოპოვებული მასალებზე დაყრდნობით მოამზადებენ სათანადო პრეზენტაციას.
პროექტზე მომუშავე ჯგუფის თითოეულ წევრს განსაზღვრული როლი ექნება, რომლის ფარგლებშიც თავად მოსწავლე განსაზღვრავს როგორ უნდა შეუწყოს ხელი მისმა როლმა აღნიშნული თემის შესახებ ინფორმირებულობის ამაღლებას. ამისათვის ყველა მოსწავლე აკეთებს ინდივიდუალურად ჩანაწერებს. (იქნება ეს ვიდეო, აუდიო თუ სხვა ნებისმიერი ფორმით წაემოდგენილი). ეტაპობრივად ყველა მასალა ერთად იკრიბება, ხდება მისი დამუშავება-დახარისხება. პრეზენტაციის მომზადება. ყველა მასალა მასწავლებლის მიერ თავსდება შესაბამის ბლოგზე http://comviru.blogspot.com ასევე დამზადდება ბუკლეტი აღნიშბული თემის ირგვლივ.
პროექტის მიზანი, ამოცანები და შედეგი იხილეთ . . .